აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სპორტის შესახებ კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

30 ივლისი, 2018

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა. ღონისძიებას გაუძღვა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. საჯარო განხილვები ემსახურება საზოგადოების წარმომადგენელებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებას, კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტი უზრუნველყოფს საჯარო კონსულტაციების ფორმატში გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების მიწოდებას, შესაბამისი რეაგირების მიზნით, კანონის პროექტის ავტორისათვის - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის. პარლამენტისთვის კანონის პროექტის წარდგენა დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე. საჯარო განხილვები ეწყობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ღონისძიებების მხარდამჭერია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი .ღონისძიებების ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა .

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები