აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქართველი ძალოსნების მორიგი წარმატება

01 აგვისტო, 2018

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე ძალოსნებს შეხვდნენ.

მიმდინარე წლის ივლისში, მილანში,  17-წლამდელთა შორის ძალოსნობაში ევრო პირველობა გაიმართა, რომელშიც ჩვენი რეგიონიდან 2 სპორტსმენი, ლომია თებიძე და არჩილ მალაყმაძე ასპარეზობდა.

ლომია თებიძემ 77 კგ. წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ყულაბას კიდევ 3 ვერცხლის, ხოლო არჩილ მალაყმაძემ 69 კგ. წონით კატეგორიაში 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი შემატეს.

სპორტსმენებს ერთჯერადი  ფულადი ჯილდო გადაეცათ.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები