აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ფესტივალ „Black Sea Sound”-ის ფარგლებში ტრენინგები დასრულდა

02 აგვისტო, 2018

“როგორ ვაქციოთ კონცერტისა და ფესტივალის პიარი თავგადასავლად თქვენთვის და თქვენი სამიზნე ჯგუფისთვის” - ამ სახელწოდებით ბათუმის ამერიკულ კუთხეში არტ მენეჯერებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მიმდინარეობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე დაესწრო. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აერთიანებს შემოქმედებით და საგანმანათლებლო კომპონენტებს და ხელს უწყობს მუსიკოსებისა და ზოგადად არტ სექტორში დასაქმებულ პირთა პროფესიულ ზრდას“ -აღნიშნა ტრენინგის მიმდინარეობისას თეონა ბერიძემ.

ფესტივალ „Black Sea Sound”-ის ფარგლებში ტრენინგები ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მუსიკალურ ინდუსტრიაში საავტორო უფლებების საკითხებზე, ასევე, მუსიკის თანამედროვე ტრენდებსა და ფესტივალებისათვის პიარ კამპანიის წარმოების თანამედროვე მიდგომებზე.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მცირე მასშტაბის კონცერტები, ხოლო 11 აგვისტოს, 20:00 საათზე ევროპის მოედანზე ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით დაიხურება.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები