აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მთავრობის წევრები კურორტ "გოდერძიზე" მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ

03 აგვისტო, 2018

►აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად კურორტ „გოდერძიზე“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

►ამ ეტაპზე „გოდერძიზე“ 15 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს. კურორტზე სულ 129 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება, რის შედეგადაც კურორტს 1000-ზე მეტი განთავსების ადგილი შეემატება და დაახლოებით 1400 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

►კურორტზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გოდერძის უღელტეხილზე მყოფ ტურისტებს გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა.

►დღეს თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილის - მწვანე ტბის მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა, ასევე ბეშუმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს და ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვევა.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები