აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

შეთავაზება თანამშრომლობაზე

03 აგვისტო, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ ქალაქ ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა N27-ში (ს/კ 05.26.12.009) დახურული სპორტული კომპლქსის (ყინულის არენა და საცურაო აუზი) სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ ბათუმი მსოფლიო 43- საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც ყინულის არენასა და მიმდებარედ არსებულ სპორტულ კომპლექსში (ფრენბურთის მოედანი) ჩატარდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:

ობიექტების მიმდებარედ საჭიროა განხორციელდეს სარეკლამო ბანერების განთავსება. კერძო და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინების მიზნით, დაინტერესებულ პირებს ტერიტორიაზე სარეკლამო ბანერის განთავსებას ვთავაზობთ. პირობების თანახმად, დაინტერესებული პირების მიერ, ბანერის არანაკლებ 50%-ზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ მომზადებული საჭადრაკო ხასიათის ინფორმაცია, ხოლო დარჩენილ ნაწილზე, დაინტერესებული პირისთვის საინტერესო რეკლამა უნდა განთავსდეს.  

დაინტერესებული პირი ვალდებულია, შესაბამისი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმებიდან 10 დღის განმავლობაში დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები და არაუგვიანეს 2018 წლის 15 სექტემბრამდე სარეკლამო ბანერის  დამზადება და ობიექტის პერიმეტრზე მისი განთავსება უზრუნველყოს. სარეკლამო ბანერი და მისი კონსტრუქციის ფორმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან უნდა შეთანხმდეს.

ბანერების დემონტაჟი 2018 წლის 8 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე უნდა განხორციელდეს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს 2018 წლის 6 აგვისტოს, 18:00 საათამდე, წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, მ. კომახიძის ქ. N119 ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით:  info@mofea.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 27 35 10


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები