აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტადიონის მშენებლობა დაათვალიერა

05 აგვისტო, 2018

►საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმის სტადიონის სამშენებლო პროცესს გაეცნო. 
►ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში კი იარუსების მოწყობა დაიწყება. სექტემბრიდან დაგეგმილია ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს.
►სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. 
►მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება. 
►სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება. 
►სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. 
►ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
►ხელშეკრულების მიხედვით სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები