აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძე სახალხო დღესასწაულს "შუამთობა-2018" დაესწრო

05 აგვისტო, 2018

მაღალმთიან აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა. შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აჭარის მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა.

სადღესასწაულო კონცერტის დაწყებამდე მემთეურებს და მოწვეულ სტუმრებს „შუამთობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიულოცეს.

აჭარის მთის უძველეს სახალხო დღესასწაულს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე სახალხო დღესასწაულს "შუამთობა-2018" დაესწრო

„შუამთობის“ დღესასწაულის კონცერტში ხულოს მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის შემოქმედებითი ანსამბლები, მათ შორის უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „ბერმუხა“ მონაწილეობდა. შუამთობის ერთ-ერთ მთავარი ტრადიციის შესაბამისად, ახლადდაქორწინებულ წყვილებს დაოჯახება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა მიულოცეს.  ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა დოღი და გამოვლინდა ფალავანი. გაიმართა ასევე შეჯიბრი მკლავჭიდში და სპორტის სხვადასხვა სახეობაში.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები