აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი წყავროკის მოსახლეობას შეხვდა

07 აგვისტო, 2018

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში მეთხილეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებს შეხვდენენ.  შეხვედრაზე მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია მეთხილეობის დარგში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. ტიტე აროშიძემ ფერმერებს გააცნო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მეთხილეობის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები.

,,აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, აგრარული ექსტენციის და პრაქტიკული სერვისების მიწოდებას ახორციელებს. ფერმერებს საველე პირობებში შესაძლებლობა აქვს მცენარეთა განვითარების აგროფაზების მიხედვით მიიღონ აგროღონისძიებების განხორციელების შესახებ ინფორმაცია. აგრარული ექსტენციის და პრაქტიკული სერვისების მიწოდება საველე პირობებში 3200 ფერმერს უკვე ჩაუტარდა. სამინისტრო ასევე მიმდინარე წელს ახორციელებს ქვეპროგრამას „მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებში ფერმერებზე გადაცემული იქნება 3150 ერთეული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატი. ვფიქრობ, აღნიშნულ პროგრამებში ჩართულობით ფერმერს შესაძლებლობა ექნება აწარმოოს ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია,. - განაცახადა მინისტრმა შეხვედრისას.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები