აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტრო სამ უცხოენოვან სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნას დააფინანსებს

07 აგვისტო, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კომპონენტში სამინისტრო სამ უცხოენოვან სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნას დააფინანსებს.

საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად გამოავლინა შემდეგი  სამი განაცხადი:
  1. ვ. ქრესველი და ჯ. დეივიდ ქრესველი –“Research Design: Qualitative, Quantitative and Mixed Methods Approaches (5th edition);
  2. მარტინ დემანდ ფრედერიქსენი – “Young men, time and boredom in The Republic of Georgia”;
  3. სინთია ფრილენდი – “An Introduction to Art Theory- But is it art”?.
ზემოაღნიშნული ლიტერატურა ფართოდ გამოიყენება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, მათი ქართულ ენაზე თარგმნა ხელს შეუწყობს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლებას, ქართული და უცხოური ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარებას.

 

კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები