აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თაფლის ფესტივალი 2018

08 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის წლის 11-12 აგვისტოს, ბათუმში უკვე მეოთხედ, თაფლის ფესტივალი გაიმართება, რომელიც ტრადიციულად აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 40-ზე მეტი მეფუტკრე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

11 აგვისტოს, 16:00 საათზე ფესტივალი ოფიციალურად ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გაიხსნება და ღამის 22:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო 12 აგვისტოს, დღის 12:00 საათიდან ვიზიტორები ფესტივალს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ეწვევიან, სადაც 19:00 საათზე საზეიმო დახურვა გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი მეფუტკრის პროდუქცია, რომელიც დამზადებულია საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან. ვიზიტორებს შეეძლებათ სხვადასხვა თაფლის სახეობის დაგემოვნება და ადგილზე შეძენა. ფესტივალი მოიცავს გასართობ ღონისძიებებს, ცოცხალ მუსიკას, კონკურსებს, მასტერკლასებს, სადაც ვიზიტორებს თავად შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ჯარას ტრადიციული მეფუტკრეობის აღჭურვილობა და ჯარას თაფლი, სოფლად ტურიზმისა და გოდერძის ალპური ბაღის საინფორმაციო კუთხეები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც მეფუტკრეობა ისწავლება.

თაფლის ფესტივალი პირველად 2015 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული და არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის’’ მხარდაჭერით, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, რაც მიზნად ისახავს ქართული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების პოპულარიზაციას.

ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული და არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული ,,კავკასიის ალიანსების პროგრამა’’ (ALCP); ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა (CCRG) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები