აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძემ ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

08 აგვისტო, 2018

დღეს აჭარაში აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დღუპული გმირები გაიხსენეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმში მდებარე 8 აგვისტოს სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

✅ღონისძიებას პოლონეთის ქვემო სილეზიის რეგიონული სეიმიკის წევრები და სეიმიკის თავმჯდომარე ესწრებოდნენ, რომლებიც აჭარაში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებიან. სკვერში იმყოფებოდნენ ასევე ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები. 8 აგვისტოს სკვერში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას პოლონეთის სავოევოდოს ქვემო სილეზიის სეიმიკის თავმჯდომარე პაველ ვრობლევსკი მიესალმა და რეგიონული სეიმიკის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ გააკეთა განცხადება. პაველ ვრუბლევსკის თქმით, რეზოლუციის მიღებით კიდევ ერთხელ შეახსენეს საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რა ტრაგიკულ მოვლენებს ჰქონდა ადგილი 10 წლის წინ.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები