აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ფილმის „აღმოაჩინე ქვემო სილეზია“ ჩვენებას დაესწრო

08 აგვისტო, 2018

კინოთეატრ „აპოლოში“ ფილმის „აღმოაჩინე ქვემო სილეზია“ ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის თავმჯდომარესთან პაველ ვრობლევსკისთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.

ფილმი „აღმოაჩინე ქვემო სილეზია“ ქართველმა რეჟისორმა გადაიღო. ის ქვემო სილეზიის ისტორიას, კულტურულ თავისებურებებს და ადათ-წესებს, ქალაქების არქიტექტურას და მათი განვითარების ისტორიას ასახავს. ფილმი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებშია გადაღებული.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები