აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძე პოლონელ მედია ექსპერტს შეხვდა

09 აგვისტო, 2018

►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ პოლონელ მედია ექსპერტთან ანჟეი ფილიპოვიჩთან შეხვედრა გამართა. 
►შეხვედრაზე საუბარი აჭარის საინვესტიციო კლიმატს და ეკონომიკურ პროცესებს შეეხო. 
►ჯაბა ფუტკარაძე სტუმარს აჭარაში დაგეგმილ სიახლეებზე, საპრივატიზაციო პოლიტიკაზე და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.
►„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რათა ეფექტურად გამოვიყენოთ, ის საკმაოდ დიდი საინვესტიციო რესურსი, რაც აჭარას აქვს. ქვეყანაში შექმნილი ჯანსაღი საინვესტიციო გარემო და არსებული პოტენციალი კერძო ინვესტიციების ყოველწლიურად მზარდ ტენდენციას განაპირობებს. საქართველოს კანონმდებლობით ინვესტირების და ქონების შეძენის პირობები თანაბარია, როგორც უცხოელი ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ეს ფაქტორები ერთის მხრივ დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობის ზრდას, დაწყებული საინვესტიციო პროექტების დასრულებას და მეორეს მხრივ ახალი პროექტების დაწყებას განაპირობებს“- განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

►პოლონელი მედია ექსპერტი აჭარაში სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარებით დაინტერესდა:

აჭარის საინვესტიციო პოტენციალი
ეკონომიკური პარამეტრები
მიმდინარე და დაგეგმილი 
ინფრასტრუქტურული პროექტები
საპრივატიზაციო პოლიტიკა
ცნობილი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების ოპერატორები ბათუმში

►ანჟეი ფილიპოვიჩთან შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებას და გამოცდილების გაზიარებას შეეხო.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები