აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აგვისტოს ომში დაღუპულები შუახევის მუნიციპალიტეტში გაიხსენეს

08 აგვისტო, 2018

აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის იაგო მიქელაძის ხსოვნას პატივი მიაგო. 
მთავრობის წევრები დაღუპულის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

"პირველ რიგში მინდა განსაკუთრებით დიდი პატივისცემით ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების, ჩვენი ვაჟკაცების წინაშე. ჩვენი რეგიონიდან 19 ჯარისკაცი დაიღუპა 2008 წელს და ეს ტკივილი რა თქმა უნდა გრძელდება. დღეს პატივს მივაგებთ შუახევიდან დაღუპულ ჩვენს გმირებს. მოვინახულეთ იაგო მიქელაძის ოჯახი. ეს არის მათი თავგანწირვა და თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის. როგორც ჩვენი, ისე მომავალი თაობა გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თავისუფლების და ერთიანი მომავლისთვის ბრძოლას." - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

1976 წელს დაბადებული იაგო მიქელაძე სოფელ ბუთურაულის მკვიდრი იყო და სახედრო სამსახურს ქართულ ჯარში გადიოდა. იგი 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ომში დაღუპული გმირი მშობლიურ სოფელშია დაკრძალული. იაგო მიქელაძე ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით არის დაჯილდოვებული.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მთავრობის წევრებმა და შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა რუსეთ-საქათველოს ომში შუახევიდან დაღუპული გმირებისთვის შექმნილ მემორიალთან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავგანწირული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები