აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი აზიურ ფაროსანას ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

09 აგვისტო, 2018

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ მოადგილეებთან ერთად აზიურ ფაროსანას საკოორდინაციო შტაბში იმ სამუშაოებს გაეცნო რომლებსაც სააგენტოს სპეციალისტები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. მინისტრმა შტაბის ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია მავნებლის მონიტორინგის შედეგების შესახებ, რომელიც აჭარის მასშტაბით მიმდინარეობს და მონაცემები ყოველდღიურ რეჟიმში განახლებადია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ჯემალ ფუტკარაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურაშვილი და ფაროსანას საწინააღმდეგო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, აჭარის რეგიონში მობილიზებულია 6 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა თავისი შესაწამლი აგრეგატებით. ასევე, შპს მექანიზატორის 26 ერთეული სპეცტექნიკა, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს. ტყის პირა ზოლში დამონტაჟებულია 6 000 ფერომონი 15 000 წერტილზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით თერმული ნისლის ტექნოლოგიით აღჭურვილი სპეცტექნიკის გამოყენებით დამუშავებულია 16 480 ჰა ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 930 ჰა ფართობი.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები