აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ყაზახეთის დელაგაციას შეხვდა

09 აგვისტო, 2018

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ყაზახეთის რესპუბლიკის კიზილორდის დელეგაციას შეხვდა. მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურენობის სფეროში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ასევე ტიტე აროშიძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია აჭარის სოფლის მეურნეობის დარგის შესახებ. სამინისტროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გაიმართება საერთაშორისო ფორუმი ,, აჭარის აგრარული შესაძლებლობები’’, სადაც დელეგაციის წევრები იქნა მოწვეული. შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები