აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი არასამთავრობო სექტორს შეხვდა

09 აგვისტო, 2018

დღეს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე შეხვდენენ.

თორნიკე რიჟვაძემ სამოქალაქო სექტორს მადლობა გადაუხადა აჭარაში დემოკრატიული განვითარების პროცესებში აქტიური მონაწილეობისათვის. მთავრობის თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა მათთან ღიაობის და თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აუცილებლად გაგრძელდება თემატური შეხვედრების ფორმატში და იგი სისტემურ ხასიათს მიიღებს. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის განვითარების საკუთარ ხედვებზე გაამახვილა ყურადღება და არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში არასამთავრობოების ჩართულობის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.

„არასამთავრობო სექტორის წინადადებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ასახავს იმ კონკრეტულ საკითხებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას და რეგიონს აწუხებს. შეხვედრები გაგრძელდება, იქნება თემატური შეხვედრებიც. პირადად მე მზად ვარ ყოველი ორი თვის განმავლობაში შევხვდე და მოვისმინო მათი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. მთავრობის აპარატში იმუშავებს თანამშრომელი, რომელსაც დაეკისრება შესაბამისი ფუნქცია და ის იქნება ყოველდღიურ კონტაქტზე არასამთავრობო სექტორთან“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კითხვა-პასუხის რეჟიმში ორი საათი გაგრძელდა. საუბარი შეეხო ყველა იმ პრობლემურ და მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც რეგიონში ბოლო წლებია არსებობს.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები