აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

20 აგვისტო, 2018

საერთაშორისო ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის პატრონტაჟით, საქართველოში ქალთა ჭიდაობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 14-20 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში ჩატარდა სპეციალურად აჭარის ა.რ. მწვრთნელებისათვის პირველი დონის საერთაშორისო სემინარი, საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით.

საერთაშორისო სემინარს ესწრებოდა 24 მონაწილე. ტესტური გამოცდით გამოვლინდა 16 წარმატებული მწვრთნელი, რომელთაც საერთაშორისო, პირველი დონის სერტიფიკატი გადაეცათ, შესაბამისად მათ მიენიჭათ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სპეციალობით მუშაობის უფლება.

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საერთაშორისო სემინარში მონაწილე მწვრთნელებს სერტიფიკატები აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძემ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბუსერიძემ, პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემ, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ჩავლეშვილმა და მოადგილეებმა, მინდია ქათამაძემ და დავით მიქელაძემ გადასცეს.

სემინარის საერთაშორისო ექსპერტს, რომან პავლოვს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები