აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ისრაელიდან აჭარაში მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 56%-ი გაიზარდა

18 აგვისტო, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე, რეგიონში ისრაელიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდასა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

„2018 წლის 7 თვის მონაცემებით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ისრაელიდან აჭარაში  საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა  56%-ითაა გაზრდილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის. ვისაუბრეთ შესაძლებლობაზე 2019 წელს ბიზნეს და ტურისტული ფორუმი გაიმართოს ბათუმში, რაც საქმიანი ტურიზმის და ზოგადად ბიზნესის კუთხით მნიშვნელოვანია. ჩვენ სარეკლამო და სხვა ტიპის ღონისძიებებით ვახდენთ ისრაელში ჩვენი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას და ისრაელიდან ტურისტული ნაკადების სტიმულირებას,” აღნიშნა საუბრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

სულხან ღლონტთან საუბრისას ისრაელის ელჩმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ისრაელში ჩატარებულ სარეკლამო აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება, რაც როგორც თავად აღნიშნა ისრაელში აჭარისა და ზოგადად საქართველოს პოპულარიზაციაზე დადებითად აისახება. ისრაელი შედის ტოპ ხუთეულში, საიდანაც აჭარას ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

„ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით დღეში 10-მდე ფრენა ხორციელდება, საიდანაც 4 ბათუმზე მოდის. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ტურისტები ძალიან კმაყოფილები არიან რეგიონში სტუმრობით. დღეს ბათუმში ვიმყოფები და შევხვდი ბევრს ტურისტს ისრაელიდან, რაც რეგიონში ჩვენი ტურისტების დიდი რაოდენობაზე მიუთითებს. მინდა აჭარის ტურიზმის დეპარტამეტს მადლობა გადავუხადო იმ ყურადღებისთვის, რომელსაც ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების მიმართ იჩენს.“ აღნიშნა შაბთაი ცურიმ.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები