აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პროგრამის "ACPI"- ის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

21 აგვისტო, 2018

დღეს, ქალაქ ბათუმში პროგრამის - „პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში (ACPI)“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდა.
შეხვედრაზე პროგრამის პარტნიორი სკოლების პედაგოგებმა და სამართალდამცავებმა წარმოადგინეს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგები. მათი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა მიზანია სწორედ მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების გაზრდა და მათთვის საუკეთესო გარემოს შექმნა. 
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე, სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სამართალდამცავები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია "PH International"-ის ფილიალის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები