აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო

22 აგვისტო, 2018

დღეს, სავაჭრო ცენტრში „მეტროსითი“ ტრადიციული რეწვის ოსტატების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მოადგილე თეონა ბერიძე დაესწრნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 13 ადგილობრივი ოსტატის მიერ სამუზეუმო კოლექციების მიხედვით შექმნილი პროდუქცია, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებზეა მორგებული. ღონისძიება ტარდება პროექტის „აჭარაში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება“ ფარგლებში. პროექტის მიზანს წარმოადგენს აჭარაში არსებული სამუზეუმო კოლექციების გამოყენებით ტრადიციული რეწვის ოსტატების ნაწარმის დივერსიფიკაცია და ახალი თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული პროდუქციის შექმნა.

პროექტში მონაწილე რეწვის ოსტატების შერჩევის მიზნით ჩატარდა კონკურსი, ხოლო გამარჯვებული ოსტატებისთვის ჩატარდა სასწავლო ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებში. კოლექციების შესწავლის საფუძველზე შემუშავდა ახალი დიზაინები და დამზადდა პროტოტიპები. პროექტში ჩართულ ოსტატებს ჩაუტარდათ ინდივიდუალური კონსულტაციები, ხოლო შექმნილი პროდუქციისთვის მომზადდა ორენოვანი საინფორმაციო ბარათები და სპეციალური შეფუთვა.

პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებით.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა 1 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები