აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

"ბათუმი ფოტოდღეები 2018"

23 აგვისტო, 2018

31 აგვისტოდან - 2 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება ფესტივალი - „ბათუმი ფოტოდღეები“. წელს ფესტივალი ჩატარდება განახლებული და უფრო მრავლისმომცვლელი კონცეფციით. 2014 წლიდან იგი ცნობილია საერთაშორისო საზოგადოებისათვის „ოდესა//ბათუმი ფოტოდღეების“ სახელწოდებით. ფოტოდღეების თემა და შესაბამისად მთავარი გამოფენის სახელწოდებაც არის se@ experience - რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“- ეს იდეა დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე.

ფოტოდღეების ფარგლებში გაიმართება:

  • 4 გამოფენა: მთავარი გამოფენა ბათუმის ბულვარში, კოკა რამიშვილისა (საქართველო/ჟენევა) და გიორგი ნებიერიძის (საქართველო/ბერლინი) გამოფენა, გამოფენები ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში და "MADE IN PHOTO" (პოლონეთი) - აჭარის ხელოვნების მუზეუმში;
  • 3 ღამის ჩვენება: საქართველო და სამხრეთ კავკასია; აღმოსავლეთი ევროპა; აზია, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი;
  • შეხვედრები ხელოვანებთან: გიორგი ნებიერიძე და კოკა რამიშვილი;
  • ფოტოლაბი, რომელშიც გამარჯვებული მონაწილეები საკუთარი პროექტის რეალიზებისათვის 2019 წელს მიიღებენ მხარდაჭერას ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში.

მთავარ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 26 კონკურსანტი 14 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: საქართველო, უკრაინა, გერმანია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და სხვა.  ეს გამოფენა კონცეპტუალური ფოტოგრაფიული გამოსახულების ინსტალაციაა, რომლის მიზანია ახალი პლატფორმის შექმნა სერთაშორისო სახელოვნებო საზოგადოებისათვის. გამოფენა ეძღვნება ინდივიდებს, რომლებმაც ზეგავლენა იქონიეს ან შეცვალეს ისტორია, და მათ, რომლებიც მომავალში გააგრძელებენ ცვლილებების მოხდენას.

ორგანიზატორები მიზნად ისახავენ საფუძველი ჩაუყარონ არა მხოლოდ მონაწილეებთან მომავალ თანამშრომლობას, არამედ ინსპირაციულ პროექტებს, რომლებიც შემდგომ შეიძლება გადაიზარდოს მხატვრულ ან დოკუმენტურ ფოტო პროექტებში, ხოლო მოგვიანებით კი განხორციელდეს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში.

პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება.

იხილეთ ფესტივალის პროგრამა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები