აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეხვედრა ამერიკული გემის ეკიპაჟთან

23 აგვისტო, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ მიქელაძემ ამერიკული გემის “Uss Carney" (DDG 64)” კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს აჭარის მთავრობის სახლში უმასპინძლა. შეხვედრას მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა.

“მოხარული ვარ, რომ აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, რეგულარულად იმართება ამერიკული გემების საპორტო ვიზიტები ბათუმში. ჩვენ ღრმად ვაფასებთ ამ გზით გამოხატულ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. დღევანდელი ვიზიტი სწორედ აღნიშნულის დასტურია და ცხადყოფს მხარეებს შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას. აქვე, მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის”- აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ერთობლივი ქართულ-ამერიკულ წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები