აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრმა ღვაწლმოსილ პედაგოგს 80 წლის იუბილე მიულოცა

24 აგვისტო, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა დიდმანიძემ, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს ლამარა ბერიძეს 80 წლის იუბილე მიულოცეს. ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის მინისტრმა ღვაწლმოსილ პედაგოგს მადლობის სიგელი გადასცა.

ლამარა ბერიძეს პედაგოგად მუშაობის 55 წლიანი გამოცდილება აქვს. ის 1966 წლიდან დღემდე ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგად მუშაობს.

ლამარა ბერიძეს მიღებული აქვს არაერთი სიგელი და ჯილდო. თაობათა აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის მიერ საპატიო სიგელით, ასევე, სასწავლო-აღმზრდელობით მუშაობაში მიღწეული წარმატებისთვის - საპატიო სიგელით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები