აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის ა.რ მთავრობის სხდომა

29 აგვისტო, 2018

►მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პოლონეთში აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. დელეგაცია პოლონეთში გასულ კვირას იმყოფებოდა: „ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას მალოპოლკას რეგიონთან. ეს ჩემთვის არის რეგიონისთვის ახალი შესაძლებლობები რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით. მოგეხსენებათ, პოლონეთი არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და ძლიერი მხარდამჭერი ქვეყნის ევროინტეგრაციულ მისწრაფებებში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ურთიერთობები რეგიონებს შორის. კრაკოვში მარშალთან შეხვედრისას შევთანხმდით გვეთანამშრომლა მთელი რიგი მიმართულებებით: ეკონომიკა, რეგიონის სივრცითი და ურბანული განვითარება, სოფლის მეურნეობა და სხვა” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

►მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, უახლოეს მომავალში რეგიონში პოლონელი სპეციალისტები ჩამოვლენ. მთავრობის აპარატში ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება,რომელიც მალოპოლსკას სავოევოდოსთან თანამშრომლობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

►მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგელბში „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს საკითხს გამოეხმაურა: „აჭარაში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტების განსახორციელებლად გერმანიის მთავრობა შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონ ევროს, ხოლო 3 მილიონ ევროს გრანტის სახით გამოყოფს. მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობას აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

►თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერიას ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე შესაბამისი საინფორმაციო დაფის განთავსების შესახებ ინიციატივით მიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის საკრებულოს მიერ ერთ-ერთი ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.

►მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში თხილის მოსავლის გაფუჭების საკითხს შეეხო. თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს გაწეული ღონისძიებებისთვის მადლობა გადაუხადა: „ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი თანხმობა მთელი რიგი საფინანსო ორგანიზაციებიდან, რომლის საფუძველზეც მოსახლეობას ვუშუამდგომლებთ და შევთავაზებთ აღებული დავალიანების გადაწევას მნიშვნელოვანი დროით, რათა მიმდინარე დავალიანება მძიმე ტვირთად არ დააწვეს მათ“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები