აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტი 22,7% გადაჭარბებით შესრულდა

30 აგვისტო, 2018

►აჭარის ა.რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალი 22,7% გადაჭარბებით შესრულდა.

►აჭარის ა.რ 2018 წლოის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის ა.რ უმაღლეს საბჭოს კომიტეტებში წარადგინა. 

►აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების 2018 წლის ორი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 116 357 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 142 810 700 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 122,7 პროცენტია. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (134 889,3 ათასი ლარი) შედარებით, შემოსულობების ფაქტიური შესრულება 7 921,4 ათასი ლარით, ანუ 5,9 პროცენტით არის გაზრდილი.

►მინისტრმა ბიუჯეტის პარამეტრებზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, ასევე აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტებში ისაუბრა.

►აჭარის ა.რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება: 

☑შემოსავლები

2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შემოსავლების გეგმა 101 629,1 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 125 625,0 ათასი ლარი, ანუ გეგმის 123,6 პროცენტით შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (122 467,2 ათასი ლარი) შედარებით შემოსავლების ფაქტიური შესრულება 3 157,8 ათასი ლარით, ანუ 2,6 პროცენტით არის გაზრდილი.

☑გადასახადები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 94 პროცენტი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს. საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის გეგმა განისაზღვრა 94 106,0 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 117 645,6 ათასი ლარი ანუ გეგმის 125,0 პროცენტი.

☑არაფინანსური აქტივების კლება

ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2018 წლის ორი კვარტლის არაფინანსური აქტივების კლების (გაყიდვა) გეგმა 14 727,9 ათასი ლარით განისიზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 17 185,7 ათასი ლარი, ანუ გეგმის 116,7 პროცენტი შეადგინა.

☑აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის 2018 წლის ექვს თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა ასიგნებებმა 2 553,7 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 2 339,8 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 91,6 პროცენტია. 

☑აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2018 წლის ექვს თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 23 542,0 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ 23 119,9 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 98,2 პროცენტია.

☑აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასთან არსებული ორგანიზაციებისა და პროგრამული ღონისძიებებისათვის 2018 წლის ექვს თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 23 176,3 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ 19 295,9 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 83,3 პროცენტია.

☑აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მის სისტემაში  შემავალ  ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე  2018 წლის ექვს თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა  8 077,5 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ – 7 933,9 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგის 98,2 პროცენტია.

☑აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში  შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით ექვს თვეში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა  4 536,4 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ – 4 006,4 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 88,3 პროცენტია.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები