აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბელარუსიიდან აჭარაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 34%-ითაა გაზრდილი

31 აგვისტო, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს. ამჯერად, დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს  წამყვანი ტელევიზიების გადამღები ჯგუფები ბელარუსიიდან სტუმრობენ. ისინი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გადაცემებს ამზადებენ. მედიატურის მონაწილეებმა უკვე გადაიღეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი. ისინი მთიან აჭარასაც ეწვივნენ, სადაც ღვინის მარნები დათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. დღეს, კი მონაწილეობა მიიღეს აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასში.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო. შედეგად, აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში ათობით სტატია, რეპორტაჟი და გადაცემა მომზადდა. რაც შეეხება, უშუალოდ ბელარუსს, ის აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, საიდანაც მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, რეგიონში 34%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა.



კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები