აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია

30 აგვისტო, 2018

3 სექტემბრიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. ფესტივალის ფარგლებში რეგიონს უცხოელი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. ფესტივალის განმავლობაში დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.

საღამოობით კი სასტუმრო ოაზისში მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს. მათ შორის გამორჩეულია მეცნიერი,  მტაცებელ ფრინველებზე მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, ტურლიდერი ვილიამ კლარკი ამერიკიდან და ცნობილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, წიგნების ავტორი, ტურლიდერი, ფრინველებზე დამკვირვებელი დეივიდ ლინდო დიდი ბრიტანეთიდან. ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში 8 სექტემბერს დასრულდება.

პრეზენტაციები/ლექციები: ყოველდღე, სასტუმრო ოაზისში, 20:00 საათზე. საღამოს პრეზენტაციებზე დასასწრებად, ტრანსპორტირება შვიდივე დღის განმავლობაში იქნება უფასო. გამგზავრება ხდება ბულვარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრიდან.

გასვლითი ტურები: 6, 7, 8 სექტემბერს, პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.  

რეგისტრაცია: ფესტივალში მონაწილეობისთვის აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია ლინკზე goo.gl

დამატებითი ინფორმაციისთვის: ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრები,   +995 577 90 90 93/91

გადამფრენი ფრინველების დათვლის შედეგები იხილეთ შემდეგ ლინკზე  www.batumiraptorcount.org

>>ფესტივალის პროგრამა<<


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები