აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმობა 2018

01 სექტემბერი, 2018

ბათუმობის საზეიმო ღონისძიებები ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გაიმართა.

ძველი ბათუმის ქუჩებში მე-19 საუკუნის ბათუმი გაცოცხლდა.

ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წლის იუბილესთან დაკავშრებით, რამდენიმე ქუჩა 1900-იანი წლებისთვის დამახასიათებელი აბრებით, აფიშებითა და ბილბორდებით მოირთო.

ბათუმობის დღესასწაულის ფარგლებში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, სასტუმრო ,,ჰილტონში“ #ბათუმობა2018-ის ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ღონისძიებაზე საპატიო ბათუმელისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდებით სხვადასხვა სფეროში გამორჩეული ოთხი ადამიანი დაჯილდოვდა.

ოფიციალურ მიღებას, უცხოელ სტუმრებთან ერთად, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, დიპლომატიური კორპუსის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ქალაქის დღესთან დაკავშირებით ბათუმში დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების დელეგაციები მყოფებიან. დღესასწაულის პროგრამით გათვალისწინებულ კულტურულ ღონისძიებებში უკრაინის, ლატვიის, სომხეთის, ბელარუსის, პოლონეთისა და რუმინეთის მუნიციპალიტეტების მერები და წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ბათუმობა 2018-ის ფარგლებში, ბათუმში ვიზიტით უკრაინის ქალაქ უმენის მერი ალექსანდრ ცებრი იმყოფება.ბათუმის და უმენის მერებმა ბათუმსა და უმენს შორის დამეგობრების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები