აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად რუსუდან შავიშვილი დაინიშნა

03 სექტემბერი, 2018


აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად რუსუდან შავიშვილი დაინიშნა. დაწესებულების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ წარუდგინეს.

რუსუდან შავიშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად კონკურსის გზით დაინიშნა. ის მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

ზაალ მიქელაძემ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალ ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროში გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრის პროგრამებსა და მომავალ გამოწვევებზე, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ცენტრის მუშაობას აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციის გაუმჯებედების მიზნით.

რუსუდან შავიშვილი 2015-2018 წწ იყო სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ის სამედიცინო დირექტორი/კლინიკური მენეჯერი, 2013-2015 წწ - I: „უნიმედი აჭარა - ბათუმის რეფერალური ამბულატორიის“ პროექტის მენეჯერი, II: „უნიმედი აჭარა - ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს“ პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი, 2008-2013 წწ - სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბათუმის ჩემი ოჯახის კლინიკის ოფის მენეჯერი, 1986-2008 წწ - სპეც. საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების (დიაგნოსტიკური ცენტრი) სტაციონარის ექიმი-ორდინატორი, 1983-1986 წწ - საექიმო ფიზკულტურის დისპანსერის - კონტროლის ექიმი, 1979-1983 წწ - აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო - პოლიკლინიკის უბნის ექიმი.

რუსუდან შავიშვილი 1985 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები