აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ქობულეთის მუნიცპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

05 სექტემბერი, 2018

►დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თიკერის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.

►მოსახლეობასთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე, ქობულეთის მუნიცპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე და აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე ესწრებოდნენ.

►,,ქობულეთის სოფლებში, სადაც მწერის მოსაზიდი ფერომონები - „მოიზიდე და გაანადგურე სადგურებია“, დამონტაჟებული, წამლობა ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს, რაც ფერომონზე მოზიდულ მავნებელს სრულად ანადგურებს. სახელმწიფო აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.მაქსიმალური შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია კოორდინირებული მიდგომა და მოსახლეობის ჩართულობა", - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

► მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მინისტრმა სოფელ თიკერში ფერმერ გივი სურმანიძის საკარმიდამო ნაკვეთი დაათვალიერა და მავნებლის განადგურების მიზნით, მაღალეფექტური ფერომონი დაამონტაჟა.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები