აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შეხვედრა ირანის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელთან

06 სექტემბერი, 2018

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელ აჰმად ბადფასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. აჰმად ბადფა აჭარაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 20 აპრილს შეუდგა. მანამდე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოს ქ. ჰოსეინ მაშადი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მინისტრმა და დიპლომატმა ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, აჭარის სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს. ტიტე აროშიძემ აჰმად ბადფას დიპლომატიური მისიის მოვალეობის შესრულების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. კონსულთან შეხვედრას მინისტრის მოადგილეები მამუკა თურმანიძე და ჯამბულ ხოზრევანიძე ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები