აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ფესტივალი „კერამიკის ალქიმია“ საზეიმოდ გაიხსნა

05 სექტემბერი, 2018

ბათუმში 29 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით საერთაშორისო ფესტივალი „კერამიკის ალქიმია“ იმართება.


5 სექტემბერს ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმში ფესტივალი საზეიმოდ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გახსნა. 

ყოველდღიურად ფესტივალის ფარგლებში ანბანის კოშკის მიმდებარედ, ადგილობრივი და უცხოელი წამყვანი კერამიკოსები ატარებენ ვორქშოპებს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ასევე, მსურველებს შეუძლიათ ჩაერთონ თიხაში მუშაობისა და გამოწვის ტექნოლოგიების ვორქშოპში, რომელიც 7 სექტემბერს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ეზოში გაიმართება.


ფესტივალის მიზანია, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაცია, ტურიზმისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება რეგიონში.


 


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები