აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი საქართველოს პარლამენტის კომიტეტის გასვლითი სხდომას დაესწრო

07 სექტემბერი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას დაესწრო. სხდომას, რომელსაც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებები და პრობლემები კანონმდებლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გააცნო. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ წარმოადგინა.

სხდომაზე ასევე განიხილეს: „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის“ და საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. სამართლებრივი ხასიათის საჭიროებები და გამოწვევები, კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხები; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ (საერთაშორისო, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, განათლებისა და კულტურის ობიექტები, ტურიზმისა და მომსახურების ობიექტები, სტარტ-აპის პროექტები, მაღალმთიანი რეგიონების ფონდის დაფინასებით უზრუნველყოფილი პროექტები და სხვა საკითხები .


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები