აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

10 სექტემბერი, 2018

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა, თუმცა რეგიონში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებას უცხოელი სპეციალისტები 16 ოქტომბრამდე გააგრძელებენ.  

ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „Batumi Raptor Count”-ის წარმომადგენლებმა  გადამფრენი ფრინველების კუთხით აჭარის უნიკალურობაზე, ფესტივალის შედეგებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ღონისძიებას 25 ქვეყნიდან რეგიონში მყოფი ორნითოლოგები, ფრინველებზე დამკვირვებლები, ეკოტურისტები, ასევე აჭარის სამთვარობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ფესტივალის საპატიო სტუმრები ამერიკიდან უილიამ კლარკი და დიდი ბრიტანეთიდან დეივიდ ლინდო.

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 3 სექტემბერს დაიწყო და 8 სექტემბერს დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში მსურველებმა მონაწილეობა მიიღეს გასართობ-შემეცნებით ექსკურსიებში ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. საღამოობით კი სასტუმრო ოაზისში მოწვეული სპეციალისტები  ლექცია-პრეზენტაციებს მართავდნენ.   

ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. რეგიონი მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. შემოდგომის პერიოდში აჭარას მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს, რომელთა სანახავადაც ორნითოლოგები, სპეციალისტები და ფრინველებზე დამკვირვებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან  ჩამოდიან. საშუალოდ, სეზონზე რეგიონში 2500-მდე ღამისთევა ფიქსირდება, რომელთა უმრავლესობაც სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბანში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლებში ხორციელდება. ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 16 აგვისტოს დაწიყო და 16 ოქტომბერს დასრულდება.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები