აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა შუახევის მუნიციპალიტეტში საქმიანი შეხვედრა გამართა

10 სექტემბერი, 2018

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ფრიდონ ფუტკარაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი დავითაძეს და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სამომავლო პროექტზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის ხელშეწყობისთვის ახორციელებს.

ტიტე აროშიძემ მოისმინა თვითმმართველობის მოხელეების მოსაზრებები, რომლებიც ასახული იქნება სამომავლოდ სამინისტროს პროგრამებში. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო 2018 წლის ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის (ნიორის) წარმოების განვითარების ხელშეწყობა’-ს რომელიც შემოდგომაზე დაგეგმილია რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტებში 30%-იანი თანადაფინანსებით ნიორის მაღალპროდუქტიული სათესლე მასალის, სასუქებისა და ჰერბიციდების აგრომეწარმეებზე და ფერმერებზე მიწოდება.

შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტი ნიორის მოვლა-მოყვანის შესახებ. შეხვედრას ასევე ესწრებიან მინისტრის მოადგილეები მამუკა თურმანიძე, ჯამბულ ხოზრევანიძე და აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორი ჯამბულ აბულაძე.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები