აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმის ბულვარის დირექტორად ირაკლი ჯინჭარაძე დაინიშნა

10 სექტემბერი, 2018

✓სსიპ „ბათუმის ბულვარს“ დღეიდან ირაკლი ჯინჭარაძე უხელმძღვანელებს.

►ახალი დირექტორი თანამშრომლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად წარუდგინა.

►ირაკლი ჯინჭარაძე 2017 წლიდან დღემდე ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. აქვს საჯარო სამსახურებსა და კერძო კომპანიებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება.

►ირაკლი ჯინჭარაძემ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თანამდებობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად დაიკავა. 2 ეტაპიან კონკურსში სულ 42 განაცხადი იყო წარმოდგენილი, საიდანაც კონკურსის მოთხოვნები 7-მა კანდიდატმა დააკმაყოფილა. დასკვნით, გასაუბრების ეტაპზე 2 კანდიდატი გამოცხადდა, კონკურსის გამარჯვებული კი ირაკლი ჯინჭარაძე გახდა.

ირაკლი ჯინჭარაძე - სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დრექტორი

►განათლება

2000-2005 წლები - თბილისის ბიზნესის და სოციალურ-ეკონომიკური მართვის უნივერსიტეტი, იურისტ–ეკონომისტი, იურიდიულ-ეკონომიკური მაგისტრი.

►სამუშაო გამოცდილება

2017-2018 წლები - დირექტორის მოადგილე, სსიპ ბათუმის ბულვარი

2016-2017 წლები - სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო

2016 წელოი - სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის მ/შ, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო

2015-2017 წლები - შესყიდვების კორდინატორი, შპს “ჰიგიენა 2009“

2012-2016 წლები - სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი, ა(ა)იპ - ბათუმის სასაფლაოები

2011-2017 წლები - სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი, ა(ა) იპ - ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური

2010 – 2011 წლები - ბათუმის ფილიალის მმართველი მენეჯერი, შპს „NK House”

2007-2010 წლები - ბათუმის ფილიალის მმართველი მენეჯერი, შპს „PORCELAIN”

2004-2007 წლები - უფროსი ინსპექტორი, ბათუმის საგადასახადო ინსპექცია

2004 წელი - კონტროლის განყოფილების უფროსი საგადასახადო ინსპექტორი, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი

►ენები 
ქართული (მშობლიური), რუსული, ინგლისური, თურქული


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები