აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ტრენინგები მუზეუმების ფონდების მცველებისთვის

11 სექტემბერი, 2018

2018 წლის 7-8 სექტემბერს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, არქეოლოგიურ მუზეუმში „ფონდების მართვის საფუძვლები და თანამედროვე სტანდარტების“ თემაზე ტრენინგები გაიმართა. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა აჭარის მუზეუმების საფონდო მუშაობის სრულყოფა; კოლექციების აღრიცხვა-დაცვის, ატრიბუციის, კლასიფიკაციისა და სისტემატიზაციის მიმართულებით ცოდნის გაუმჯობესება; კოლექციების კვლევისა და ინტერპრეტაციის უნარების განვითარება; ქვეყნისა თუ საერთაშორისო მასშტაბით ამ საკითხებთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესების გაცნობა; კოლექციების მართვის ინოვაციური სტანდარტების დანერგვა და პრაქტიკული განხორციელებისთვის ხელშეწყობა. სამუშაო შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდა. ტრენინგებში მონაწილეობდნენ აჭარის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების თანამშრომლები. ✔️ტრენინგებს უძღვებოდა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მთავარი ფონდების მცველი ნანა ქორიძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები