აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ფესტივალი ,,კერამიკის ალქიმია“ დასრულდა

11 სექტემბერი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის ხელშეწყობით ფესტივალი ,,კერამიკის ალქიმია“, რომელიც ქ. ბათუმში 29 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, დასრულდა.  ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას, არქეოლოგიის მუზეუმში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდნენ.  ბათუმელ კერამიკოსებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობდნენ ლატვიელი ხელოვანები და ასევე, თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლები.  ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად ადგილობრივი და უცხოელი წამყვანი კერამიკოსები ვორქშოპებს ატარებდნენ, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო. ფესტივალის მიზანია რეგიონში ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას, ტურიზმისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება. არქეოლოგიის მუზეუმში ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძემ ფესტივალის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები