აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრმა ახალი სპორტული დარბაზი მოინახულა

11 სექტემბერი, 2018

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედა ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან სპორტის გაკვეთილები ახალ სპორტულ დარბაზში ჩაუტარდებათ. დასრულებული სპორტული დარბაზი დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად მოინახულა. პროექტის მიხედვით სკოლის ტერიტორიაზე აშენდა ახალი დახურული სპორტული დარბაზი და აღიჭურვა სასპორტო ინვენტარით. სპორტული დარბაზის ფართი შეადგენს 231 კვ.მ.-ს. ასევე, კეთილმოეწყო გამოსაცვლელი ოთახები და მასწავლებლის კაბინეტი. დახურული სპორტული დარბაზის გვერდით პარალელურად მოეწყო 180 კვ.მ. ღია სპორტული მოედანი, ხელოვნური საფარით და დამცავი ღობით. მინისტრმა დადებითად შეაფასა განხორციელებული სამუშაოები და აღნიშნა რომ, „სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვა, რათა ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესით აღიზარდონ. სკოლებში კეთილმოწყობილი დახურული და ღია სპორტული მოედნების მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ სიახლის ფონზე ენიჭება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე დაინერგება ’’. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედა ახალშენის საჯარო სკოლის სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და შესაძლებელია მოზარდების სპორტის სხვადასხვა სახეობებში კომპლექსურად მომზადება.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები