აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა

10 სექტემბერი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა. ის დეპარტამენტში საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისა და სერვისების განვითარების სამსახურებს გაუწევს კურირებას. მას 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია გაყიდვების მენეჯმენტისა და საერთაშორისო რეკლამის მიმართულებით. 2016-2017 წლებში, ამერიკულ, დიზაინ ტურისტულ კომპანია „ნომად ჰილ“-ში ის იკავებდა გაყიდვების მენეჯერისა და მრჩეველის პოზიციას კომპანიის ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხებში. ამავე კომპანიას ის წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 2010-2014 წლებში ქრისტინე მუშაობდა პარიზში ფრანგული მაღალი მოდის  სააგენტოებში და პოპულარიზაციას უწევდა ფრანგული მაღალი მოდის  ბრენდებს მსოფლიო მასშტაბით. 2014 წლიდან დღემდე ის საქველმოქმედო ფონდ „ქართული ფონდი“-ს თანადამფუძნებელია.

განათლებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე სოციოლოგია და ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს სოციოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2011-2014 წლებში, მან განათლება მიიღო რობერტ სორბონის სახელობის ფრანგული ენისა და ცივილიზაციის სასწავლებელში. ფლობს სამ უცხო ენას - ინგლისურს, ფრანგულსა და რუსულს.  


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები