აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმი მესამე ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

11 სექტემბერი, 2018

►ამ წუთებში სასტუმრო “შერატონში“ მესამე ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი მიმდინარეობს.

►CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა) ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ესწრებიან.

►ფორუმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ენერგოეფექტურობის მიმართულებით ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაა. საუბარი ასევე ფინანსურ რესურსებს და რეგულაციებს შეეხება. შეხვედრის ფარგლებში ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ საინვესტიციო წინადადებს განიხილავენ.

►ფორუმზე სხვადასხვა ქვეყანაში ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე და დასრულებული პროექტების პრეზენტაციები გაიმართება. საერთაშორისო ექსპერტები მაღალტექნოლოგიურ სტანდარტებზე შექმნილი პროექტების ანალოგების საქართველოში დანერგვის საკითხებზე იმსჯელებენ.

►ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება და მასში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი 11 ქვეყნის 250 წარმომადგენელი მონაწილეობს.

►მეორე ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმს 2017 წელს ყაზახეთი, ასტანა მასპინძლობდა.
►CAREC-ის მესამე ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი ბათუმში დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები