აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობა რეგიონში

11 სექტემბერი, 2018

დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს, ელგუჯა შაფაქიძეს და აჭარის სამეცნიერო საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელს, აკადემიკოს, ზაურ ფუტკარაძეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა მეაბრეშუმეობის განვითარება რეგიონში. საუბარი შეეხო მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას აჭარაში, რომელშიც 2019 წლის აპრილში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ, 21 ქვეყნის 50-დე მეცნიერი.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის ,,ახალი აგრარული პროექტებისა და ტექნოლოგიების დემონსტრირება,,- პროგრამის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აბრეშუმის პარკის წარმოების ტექნოლოგიური ხაზი.

,,მოხარული ვარ თქვენთან მჭიდრო ურთიერთანამშრომლობით და მივესალმები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ შემუშავებულ დეკლარაციას, სადაც გამოთქმულია შეხედულებები საქართველოში და მათ შორის აჭარაში მეაბრეშუმეობის დარგის აღდგენა-განვითარების მნიშვნელობასთან და განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება (BACSA) საერთაშორისო კონფერენციას „მეაბრეშუმეობის შენარჩუნება და აღდგენა, პრობლემები და პერსპექტივები“,გამოვხატავ მზადყოფნას აკადემიასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად წარმატებით იქნას გადაწყვეტილი კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები’’.- განაცხადა მინისტრმა შეხვედრისას.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები