აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ესტონეთისა და ფინეთის დელეგაციების ვიზიტი სამინისტროში

12 სექტემბერი, 2018

ჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძესთან ერთად, ესტონეთისა და ფინეთის წარმომადგენლობით დელეგაციებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე განათლებისა და კულტურის მიმართულებით არსებული პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. დელეგაციის შემადგენლობაში ესტონეთის საინჟინრო ინდუსტრიის ფედერაციის, ტალინისა და ფინეთის ქალაქ ტურკუს გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები არიან.

დელეგაციის წევრები აჭარაში 11-13 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებიან. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს რეგიონის დღევანდელი რესურსების გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობა.

შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ესწრებოდა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები