აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სამინისტროს 2019-2022 წლების პროექტების პრეზენტაცია

12 სექტემბერი, 2018

✔2019-2022 წლების აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროექტები:

►ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა

სამინისტრო აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაზე. საინვესტიციო ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. აჭარის საინვესტიციო პოტენციალის, ასევე ახალი სექტორების საინვესტიციო პერსპექტივების გამოვლენის მიზნით, უკვე დაწყებულია კვლევა, რომლის მიხედვითაც კონკრეტული სფეროების განვითარება მოხდება. უწყება საქართველოში და უცხოეთში  საინვესტიციო ფორუმებს უწევს ორგანიზებას. 2019-2022 წლებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის ბიუჯეტი  2 361 000 ლარს შეადგენს.

►ქალაქმშენებლობა და სივრცითი მოწყობა 

სამინისტრომ აჭარაში არსებული  საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების დაგეგმარების დოკუმენტების შედგენაზე მუშაობა დაიწყო. პროგრამა ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობისთვის დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოწყობას და მთის კურორტებზე საინჟინრო-კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს.  2019-2022 წლების ბიუჯეტი: 2 200 000 ლარი

►მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი დასკვნით ეტაპზეა 

პირველი ეტაპი: 2018 წელს დასრულდება ბათუმი-ქედა-ხიჭაურის გაზსადენის მშენებლობა
მეორე ეტაპი: შუახევი (ხიჭაურის დასახლება) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები) გაზსადენის მშენებლობა
2019-2022 წლების ბიუჯეტი: 30 000 000 ლარი 

►აჭარაში  წყლის სისტემის განვითარება

აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტს სამინისტრო kfw-თან ერთად ახორციელებს. პროექტი დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ამაღლებაზე, ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და წყლის რესურსების შენარჩუნებას. პროგრამის საინვესტიციო ბიუჯეტი 43 მლნ.ევრო.

►აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი

სამინისტრო პროექტს EBRD-ის და SIDA-ს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში  ბათუმის და ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული არასტანდარტული და ექსპლოატაციისათვის არასათანადო ნაგავსაყრელების (სულ 3) კონსერვაცია განხორციელდება. პროექტი აჭარაში როგორც ეკოლოგიური და სოციალური, ასევე  ტურისტული გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს. 

პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD)- 3 მლნ. ევრო (სესხი);
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (SIDA) - 4 მლნ. ევრო (გრანტი);

►მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობა

პროგრამა აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. საკრედიტო რესურსი - 6 მლნ. ლარი, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15% შეადგენს; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბანკის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე,  12 %-ს გადაიხდის. ამ დროისთვის 41 ბიზნეს სუბიექტი უკვე დაფინანსებულია. 2019-2022 წლების ბიუჯეტი: 180 000 ლარი.

►სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება:

✔ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი

20 000 მაყურებელზე გათვლილი
UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტები
მიწის ფართი 8 ჰა
ღირებულება - 117,3 მლნ ლარი 

✔სპორტული კომპლექსი

3400 მაყურებელზე გათვლილი 
12 სპორტული სახეობა განთავსდება
ფართობი: 23 000 კვ.მ
სამშენებლო სამუშაოების დასრულება - 2019 წლის დეკემბერი
ღირებულება: 61.9 მლნ ლარი 

✔ყინულის სასახლე და საცურაო აუზი

2500 მაყურებელზე გათვლილი
სამშენებლო სამუშაოების დასრულება - 2020 წლის თებერვალი
ღირებულება - 19.9 მლნ აშშ დოლარი

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები