აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2019-2022 წწ საშუალოვადიანი გეგმის განხილვა

12 სექტემბერი, 2018

►დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის და საშუალოვადიანი (2019-22 წწ) სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. მინისტრმა სამინისტროს და მასში შემავალი სისტემის გეგმები, სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს გააცნო.

►აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელს 9 681 673 ლარით განისაზღვრა. ხოლო პროგრამული წილი 6 657 797 ლარია, 2019 წელს სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 6 პროგრამას და 14 ქვეპროგრამას განახორციელებს.

►სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019-2022 წლების პროგრამების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებაზე და შესაბამისობაშია აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების და აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგისთან.

►შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს 2019-2022 წლის პრიორიტეტები, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებასა და აგრარულ სექტორში დასაქმებულ ფერმერების და აგრომეწარმეების ცოდნის გაფართოვებაზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე, მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგაზე, სასათბურე მეურნეობის განვითარების გზით, რეგიონის დაბლობი ზონისათვის ახალი სასოფლო-სამეურნეო ფუნქციების მინიჭებაზე.

►ასევე, შესაძლებლი იქნება გაიზარდოს ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, ხარისხი და კონკურენტუნარიანობა. გაძლიერდება აგრარული ექსტენციის მიწოდება შედეგად გაფართოვდება მემცენარეობის და მეცხოველეობის დარგებში დასაქმებული ფერმერების და აგრომეწარმეების ცოდნის დონე.

►,,ჩვენს შეხვედრას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. საზოგადოებას წარვუდგინეთ 2019-2022 წლის პრიორიტეტები, გავაცანით ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ. მოვისმინეთ მათი შეფასებები და შეხედულებები. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრიდან გამოითქვა ინიციატივა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ჩვენს სამინისტროსთან და ამ თანამშრომლობას გარკვეული ინისტიტუციონალური ფორმა მიეცეს, მსგავსი შეხვედრები საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი საქმიანობა ღია და გამჭვირვალე იყოს და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდეთ, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები, ჩაერთონ ჩვენს საქმიანობაში’’.– განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები