აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კონკურსებსა და ოლიმპიადაში გამარჯვებული 111 მოსწავლე დაჯილდოვდა

12 სექტემბერი, 2018

დღეს, 2017 წელს საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოების ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების და კულტურისა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მოსწავლეებს ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცეს, მომავალში წარმატებები უსურვეს და საგნობრივ ოლიმპიადაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გამარჯვებულ 24 მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები გადასცეს.

კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადაში 15 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან გამარჯვება 111-მა მოსწავლემ მოიპოვა.

კონკურსებში გამარჯვებული 81 მოსწავლე პლანშეტური კომპიუტერებითა და დიპლომებით მინისტრის მოადგილეებმა ბაგრატ მანველიძემ, თეონა ბერიძემ და ბადრი ნაკაშიძემ დააჯილდოვა.

ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელები წარმატებულ მასწავლებლებს გადაეცათ.

ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "განათლების ხარისხის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში გაიმართა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები