აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

სექტემბერში აჭარას ევრონიუსისა და დოიჩე ველეს ჟურნალისტები ეწვევიან

12 სექტემბერი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ფრანგი და გერმანელი ჟურნალისტები სტუმრობენ. მედიატურის ძირითადი მიზანი ქართული სამზარეულოს წარმოჩენაა. ჟურნალისტები რეგიონში ქართულ კერძებსა და მათი მომზადების წესებს  ეცნობიან. მათ ასევე, დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მთიანი აჭარა თავისი ღვინის მარნებითა და ტურისტული პროდუქტებით. ისინი ქართული სამზარეულოსა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებს ფრანგული და გერმანული მედიაგამოცემებისთვის მოამზადებენ.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო. შედეგად, აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში ათობით სტატია, რეპორტაჟი და გადაცემა მომზადდა. სექტემბრის ბოლომდე რეგიონს განმეორებით საერთაშორისო ტელეკომპანიების ევრონიუსი“-სა და „დოიჩე ველე“-ს გადამღები ჯგუფები ეწვევიან. ევრონიუსის ჟურნალისტები ბათუმში  ჭადრაკის მსოფლიო ოლომპიადას, დოიჩე ველეს კი ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაუწევენ პოპულარიზაციას.

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები