აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმში ქუჩის მხატვრობის პროექტი მიმდინარეობს

13 სექტემბერი, 2018

პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს ქუჩის მხატვრობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც წინასწარ განსაზღვრული ადგილები იხატება. წელს მასში ოთხი პოლონელი და ოთხი ადგილობრივი მხატვარი მონაწილეობს. ბათუმის საზღვაო აკადემიის კედელზე ახალგაზრდა მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მოადგილე თეონა ბერიძემ დაათვალიერეს. გასულ წლებში სამინისტროს მხარდაჭერით არაერთი ქუჩის მხატვრობის პროექტი/ფესტივალი განხორციელდა, რამაც გამოიწვია ქ. ბათუმში და ზოგადად აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში თვალსაჩინო და მოსახლეობისთვის/ტურისტებისთვის მიმზიდველი ქუჩის მხატვრობის ნიმუშების შექმნა. ქუჩის მხატვრობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში სახელოვნებო აქტივობების სტიმულირებას და დადებითად იმოქმედებს აჭარისადმი საერთაშორისო ინტერესების გაზრდასა და გლობალურ სახელოვნებო პროცესებში ინტეგრაციაზე,ასევე ხელს შეუწყობს რეგიონის ურბანული ხელოვნების ინტეგრაციას თანამედროვე სახელოვნებო პროცესებში.

კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები