აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროს 2019 წლის პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა

13 სექტემბერი, 2018

2018 წლის 13 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, მინისტრი ინგა შამილიშვილი, მოადგილეები ბაგრატ მანველიძე, თეონა ბერიძე და ბადრი ნაკაშიძე სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.სამუშაო შეხვედრაზე სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტი წარადგინეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელები, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამინისტრო მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მონაწილეობა მიიღო საჯარო განხილვაში. დაინტერესებული მხარეების შენიშვნები და რეკომენდაციები  აისახება პროგრამების საბოლოო ვერსიაში.

2019 წლის სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის პირველად ვერსიაში განათლების მიმართულებით პრიორიტეტულად რჩება რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, განათლების ხარისხის გაზრდა და  გაუმჯობესებაზე ზრუნვა. 

 წლების განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ჩადებული თანხების ზრდის შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი (80%) მოწესრიგებულია და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც შესაძლებელს ხდის მომავალში გაცილებით მეტი თანხის გამოყოფას განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. 

2019 წელს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია 10 მიზნობრივი პროგრამის განხორციელება.

სამინისტრო ახორციელებს კულტურის ხელშეწყობის სხვადასხვა პროგრამებს.  სამინისტროს დახმარებით ხდება ადგილობრივი კოლექტივების და ინდივიდუალური შემსრულებლების სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა. კულტურის მიმართულებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს თავისუფალი პროექტების დაფინანსება, რაც ხელს უწყობს სფეროს მეტად განვითარებას.  

დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ტურისტული თვალსაზრისით განვითარება. შეძენილი იქნა პეტრასა და გონიოს ციხეების ინფრასტრუქტურით მოწყობის სამუშაოების პროექტი. სამუშოები ხორციელდება ეტაპობრივად. გონიოს ციხე დასრულდება 2018-2019 წ , ხოლო პეტრას ციხე - 2019-2020 წწ.  

რეგიონში კულტურის განვითარების, ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით 2019 წელს იგეგმება 9 მიზნობრივი პროგრამის განხორციელება.

სპორტის მიმართულებით დადებით ტენდეციად შეიძლება ჩაითვალოს დაფინანსების პროგრამული ზრდის დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში. 2019 წელს დაფინანსდება სპორტის 23 ოლიმპიური და 13 არაოლიმპიური სახეობა; რეგიონში გაიმართება საერთაშორისო დონის ასპარეზობები. ერთჯერადი ფულადი ჯილდოებით წახალისდება წარმატებული სპორტსმენები.

ასევე, იგეგმება ახალგაზრდულ საქმეთა  მიმართულებით დაფინანსების გაზრდა. ახალი პროექტებისა და ღონისძიებების დაფინანსება.  სტუდენთა საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმის ჩატარება. რეგიონის სტუდენტების დაფინანსება საზღვარგარეთ ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობისათვის. 

სპორტის განვითარების, პოპულარიზაციის და ახალგაზრდული საქმეთა სფეროს ხელშეწყობის მიზნით 2019 წელს  იგეგმება 3 მიზნობრივი პროგრამის განხორციელება


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები